რუსეთმა უკრაინას 740-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია

რუსულმა ძალებმა 9 ივლისის ღამეს უკრაინას 741 რაკეტით და დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 718 მათგანი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ ერთ ღამეში გამოყენებული დრონებისა და რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობაა რუსეთის შეჭრის შემდეგ.

საჰაერო ძალებმა დარტყმები 4 ადგილას დააფიქსირა, ასევე ნამსხვრევები 14 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

9 ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 728 დრონით, Х-101 „ისკანდერ -კ“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტით და Х-47М2 „კინჟალის“ 6 აერობალისტიკური რაკეტით შეუტიეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის კუთვნილი 296 დრონი ჩამოაგდეს, 415 კი ლოკალურად დაიკარგა. ამასთან, უკრაინელებმა „ისკანდერ -კ“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტაც ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, 9 ივლისის ღამეს ლუცკზე რუსეთის ჯარების მიერ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა