პრიმოს პრემიალური სივრცე გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.

პრიმო პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომელიც დაზღვევის სხვადასხვა სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს დაზღვევის მიღებისას დამატებით კომფორტს უქმნის.

პრიმოს სივრცე ანა პოლიტკოვსკაიას 16 ნომერში მიიღებს მომხმარებელს და ყველა საჭირო სერვისსა და მომსახურებას ერთ სივრცეში გასცემს. პრიმოს პერსონალური მენეჯერები მომხმარებელს დაეხმარებიან, გამოსცადონ პრიმოს მთავარი დაპირება - კომფორტი და სერვისის მიღების სიმარტივე.

პრიმოს სივრცეში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩანიშნოს შეხვედრა პერსონალურ მენეჯერთან და დაგეგმოს დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

პრიმო უკვე წლებია ბაზარზე უნიკალური სადაზღვევო შეთავაზებებით პოზიციონირებს. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რაც ნიშნავს სერვისის სრულყოფილებას, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას. პრიმო მომხმარებლებს ექსკლუზიურ პრობებს ქონების დაზღვევისა და სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტებზეც სთავაზობს, რაც გულისხმობს განსხვავებულ დაფარვებს და პირობებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი მომხმარებლების მოსმენითა და საჭიროებების გაანალიზებით იწყება. ჩვენი მომხმარებელი სწრაფ მომსახურებას და პროფესიონალიზმს აფასებს. პრიმოს დაპირებაც, სწორედ, მაღალი სტანდარტი და ინდივიდუალური მიდგომებია, რომელიც მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ გვერდში ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ეს სივრცე, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის შეიქმნა და წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილს, სადაც სერვისს მიიღების შესაძლებლობაა, არამედ მომხმარებლებს აგრძნობინებს, რომ მისი დრო ფასობს, იქნება მშვიდად და მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს ნაკლები ბიუროკრატიით.” - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი.

პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო