„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლის ჩვენებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ლითონის 15 და პლასტმასის 77 ერთეული ურნა დაზიანდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლის იოსებ მამადაშვილის ჩვენებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით,

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ლითონის 15 და პლასტმასის 77 ერთეული ურნა დაზიანდა.

როგორც მან განმარტა, მისთვის უცნობია, თუ ვინ დააზიანა აღნიშნული ურნები. მოწმის ჩვენების მიხედვით, ზარალმა საერთო ჯამში 147 000 ლარი შეადგინა.

„15 ერთეული ლითონის ურნა, იგივე ტევადობის პლასტმასის ურნები - 77 ერთეული, მცირე ზომის - 25 ურნა და პატარა ზომის ლითონის დეკორატიული ურნები - 18 ცალი... ამ მოვლენების დროს ადგილზე არ ვიყავი, ტელევიზორით ვხედავდი პროცესები როგორ მიმდინარეობდა, მეორე დღეს რომ მივდიოდით და ვალაგებდით, დაზიანებული ურნები იქ იყო, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობდა",- განაცხადა მამადაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე