ტატო ქელბაქიანი - 19 ივლისს იქნება დემონსტრირება, რომ პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტები 4 ოქტომბერს დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაზე და რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

19 ივლისს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტები 4 ოქტომბერს დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაზე და რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს - ამ გარემოში ამ არჩევნებში შესვლა არის ძალადობრივი ხელისუფლებისთვის რაღაც ლეგიტიმაციის მიცემა - სამაშველო რგოლს უგდებ, რომ ჩაებღაუჭოს და ცოტა ფერზე მოვიდეს! - ამის შესახებ 19 ივლისს დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის თანაორგანიზატორმა, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ქელბაქიანის თქმით, აქციის მიზანია საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ფარსში მონაწილეობა არ შეიძლება.

„19 ივლისს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ!

ჩვენი მოწინააღმდეგეა რუსული რეჟიმი და ანკლავი, რაც ჩამოყალიბდა და არა ჩვენი სხვა კოლეგები, რომელთაც თუნდაც არასწორი გზა აირჩიეს, თუმცა კიდევ არის ფანჯარა, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალონ.

ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ შეიძლება. განა მე არ მინდა, რომ საარჩევნო გზით რაიმე ცვლილებები მოხდეს? - დამკვირვებელიც ვიყავი, რაღაც ინსტრუმენტები გვქონდა, მაგრამ მაინც ისეთი რაღაცები გააკეთეს, რომ საკუთარი თვალით გაყალბების არანორმალური მასშტაბი ვნახე.

ამ არჩევნებზე დამკვირვებლებიც არ იქნებიან - არც ეუთო/ოდირი იქნება და იმ ადგილობრივი ორგანიზაციების დევნა მიმდინარეობს, ვინც არჩევნებს რეალურად აკვირდებოდა. შეუშვებენ მართვად ჯგუფებს - “გონგოებს“, მაგრამ არჩევნებზე დამკვირვებლები არ იქნებიან, ვერ მოხდება გადაღება. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა შეხვიდე და რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ასეთ ფარსში?! მინიმალური სტანდარტები რომ იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა...

ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას ვემხრობი, მაგრამ არჩევნები სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და თამაშის ელემენტარული წესები უნდა იყოს. ამ გარემოში ამ არჩევნებში შესვლა არის ძალადობრივი ხელისუფლებისთვის რაღაც ლეგიტიმაციის მიცემა - ამ თვალსაზრისით სამაშველო რგოლს უგდებ, რომ ჩაებღაუჭოს და ცოტა ფერზე მოვიდეს. რატომ უნდა მისცე ამოსუნთქვის საშუალება, როცა შეგიძლია, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გააძლიერო?!

ჰიპოტეტურად რომ დაგვეშვა, რომ არჩევნების წინ მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებულიყო, შეიძლება რაღაც გეცადა, მაგრამ კვლევებიც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესს ნაწილს პროცესის მიმართ უნდობლობა აქვს. ოპოზიციური ამომრჩევლის 20%-ია დარჩენილი ვინც შეიძლება არჩევნებში წასვლაზე ფიქრობდეს და დანარჩენი 80% არ მიდის“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება არჩევანს არ გიტოვებს, მასზე მშვიდობიანი ფორმით ზემოქმედების მიზნით, საჭიროა პარალელური პროცესი წარიმართოს.

„არის რამდენიმე მოსაზრება, სხვადასხვა ინიციატივები. მომავალში ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბდება. პარალელური პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ 4 ოქტომბერი სხვა პროცესის კულმინაცია იყოს“, - განაცხადა ქელბაქიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის