ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა - ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც არის კარგი

ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა „კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად“.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს