სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ თუ პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა, საფრთხე გვემუქრება, რომ უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ - რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომ 15 ივლისს ევროპული საბჭო საქართველოზე იმსჯელებს

15 ივლისს საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობის, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობისა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერის თაობაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, „საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არამედ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა“.

„ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ეს ნათელს ხდის, მათ შორის, უპირველესად იმ ხალხისთვის, ვინც კიდევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი, მისი ევროპული მომავლის ბედი აწუხებს, ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა