გიორგი ჭანტურიას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოსანახულებლად ჩავიდნენ

„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოსანახულებლად ჩავიდნენ.

მისივე თქმით, მაღაროელები ელემენტარულ სამუშაო პირობებს, საკუთარი შრომის ანაზღაურებას და დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას ითხოვენ.

„უკვე რამდენი დღეა ჭიათურაში რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს და მათ პირი ამოკერილი აქვთ. ამასთან, რამდენიმე მათგანი კი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში არიან გადაყვანილები. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ.

გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და თუ ვერ არის, მაგრამ იქნებ როგორმე [ვინმემ] ხელისუფლებიდან გამონახოს დრო და ენერგია იმისთვის, რომ ჩავიდეს და ამ ხალხს გამოელაპარაკოს”, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა