დავით მათიკაშვილი - პარლამენტში მოსვლის მოთხოვნით არც კომიტეტებს მიუმართავს თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მოუმართავთ კომიტეტებისთვის - ასეთი მოცემულობა გვაქვს

პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არც ერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი კომიტეტის ფორმატში არ დაუბარებია და მისთვის არ მოუსმენია.

შესაბამისი ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა, რომლის თანახმად, 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ, ასევე არც ფრაქციას მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება და არც თავად თანამდებობის პირებს მოუმართავთ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისვლისა და მოსმენის მოთხოვნით.

„არც კომიტეტებს მიუმართავს თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მოუმართავთ კომიტეტებისთვის - ასეთი მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ანალოგიური დასკვნა წარმოადგინა წინა თვეებშიც.

ამ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმზე, რომლის მიხედვით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან პარლამენტის კომიტეტის სხდომას დაესწრონ და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცენ. ასევე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს