დავით მათიკაშვილი - ტყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ცარიელ დარბაზში საკუთარ თავს უყვება - ქართველი ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება და ეს რასას და მის მხარდამჭერებს კოლეგა ევროპარლამენტარებმაც უთხრეს

სამარცხვინოა ის, რაც საზოგადოებამ ევროპარლამენტის პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში იხილა - ქალბატონი რასა, საკუთარ თავს ესაუბრებოდა - წარდგენილმა რეზოლუციის პროექტმა კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან საკმაოდ დიდი კრიტიკა და ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ტექსტის შინაარსში იმდენად აბსურდული წიაღსვლები, რეალობას მოწყვეტილი და საზოგადოებისთვის ტყუილის რეალობად გამოკვეთილი სურვილი იყო, რომ იქვე, დარბაზში ამ რეზოლუციის პროექტმა კრიტიკას ვერ გაუძლო“.

„დამნაშავე ადამიანს, რომელიც ბრალდებულია უამრავ დანაშაულში არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. საუბარი მაქვს, მიხეილ სააკაშვილზე. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სააკაშვილი საზოგადოებას დემოკრატიის შუქურად შეასაღონ, როდესაც ცხადზე ცხადი და მარტივია იმის გააზრება, რომ საქართველოში არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება და ყველა იმ პირის პოლიტპატიმრად გასაღება ხდება, რომელმაც, პრაქტიკულად, საკუთარი გადაწყვეტილებით, თავისი ფეხით შეაღო ციხის კარი. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიტიკურად სრულიად ამორტიზებულია და რომელსაც ვერანაირი ნორმატიული აქტიც ვერ იცავს, რომ ის კიდევ რაიმე ფორმით ლეგიტიმურ პრეზიდენტად იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფერზე ტყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება. ამას ხომ არანაირი ღირებულება არ გააჩნია? ამ ტყუილებს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ფასი არ აქვს. ვერც გამოადგებათ ამ ტყუილებით გაჯერებული რეზოლუცია იმისთვის, რა მიზანიც აქვს - ზეწოლა და ძალმომრეობა ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება. ეს რასას და მის მხარდამჭერებს მათივე კოლეგა ევროპარლამენტარებმა უთხრეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ