ნანა მალაშხია საბა სხვიტარიძის საქმეზე - „ტიტუშკები“ სახეს მალავდნენ და აგრესიულები იყვნენ - ერთი მათგანი შევიცანი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ხმა არ ამოუღია და შემდეგ ტელევიზიით გავიგე, რომ პოლიციელი ყოფილა - რაც შეეხება დაპირისპირებას, არ დამინახავს

„ტიტუშკა“ შევიცანი, მივედი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ისიც კი ვუთხარი, რომ „ტიტუშკა“ იყო, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელევიზიით გავიგე, რომ ის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნანა მალაშხიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მალაშხია პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. მან ინციდენტის დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ის სასტუმრო „ქორთიად მერიოტში" დაახლოებით, 20:00 საათზე, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა. მალაშხიამ სასტუმროს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ტიტუშკები“, სახეს მალავდნენ და საეჭვოდ იქცეოდნენ, აგრესიულები იყვნენ, როცა ვეკითხებოდით, ვინ იყვნენ, არ გვპასუხობდნენ. „ტიტუშკა“ შევიცანი, მივედი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ისიც კი ვუთხარი, რომ „ტიტუშკა იყო“, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელევიზიით გავიგე, რომ ის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა.

შეეძლო ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, რომ პოლიციელი იყო. შემდეგ მივედი პოლიციელებთან და დახმარება ვთხოვე, რადგან „ტიტუშკებისგან“ უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი თავს არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები.

მე არ დამინახავს დაპირისპირება, მარჯვენა მხარეს ვიყავი და ეს მოპირდაპირე მხარეს მოხდა. როგორც კი მივედი, ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო“, - განაცხადა მალაშხიამ.

პროკურორის როინ ხინთიბიძის კითხვაზე, საბა სხვიტარიძეს რამე საგანი, ხელკეტი ხომ არ ეჭირა ხელში, მალაშხიამ უარყოფითი პასუხი გასცა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე