„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატის წევრებს, ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიგს შეხვდნენ. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეკავების სტრატეგია განიხილა“.

„შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სანქციებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, რომლებიც ყველანაირ პერსპექტივას საქართველოს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პარტიაში განმარტავენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ