თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში პრიტი პატელს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს, თემთა პალატის წევრს, პრიტი პატელს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, „მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს”.

„პარტიის ლიდერებმა შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებზე, რეგიონისთვის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, შავი ზღვის/სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.

საუბარი ასევე შეეხებოდა სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების მნიშვნელობას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან მართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო