სახალხო დამცველმა ქალაქ ამბროლაურში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამბროლაურში, ახლადგახსნილ ოფისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული გამოწვევები გააცნეს.

ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, მათ შორის, შოვის ტრაგედიის გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ახლადგახსნილი რეგიონული ოფისის წყალობით კიდევ უფრო გაღრმავდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა რეგიონში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი