სახალხო დამცველმა ქალაქ ამბროლაურში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამბროლაურში, ახლადგახსნილ ოფისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული გამოწვევები გააცნეს.

„ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, მათ შორის, შოვის ტრაგედიის გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ახლადგახსნილი რეგიონული ოფისის წყალობით კიდევ უფრო გაღრმავდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა რეგიონში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში