გიგი წერეთელი - სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არ არის არჩევნები - მინდა, ჩემს მეგობრებს, ოპოზიციურ ლიდერებს ვურჩიო, გადახედონ პოზიციებს, რომლის ცვლილებაც პოლიტიკაში სირცხვილი არ არის

თუ არ არის არჩევნები და მიგაჩნია, რომ პროცესი არის ფარსი, მაშინ არც ბოიკოტია შინაარსით ბოიკოტი, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, პოლიტიკოსებმა საზოგადოებას გეგმა დაანახონ, თუ როგორ უნდა მოხდეს “ქართული ოცნების” იძულება, რომ კომპრომისზე წავიდეს.

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს [ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები] არ არის არჩევნები. ლოგიკას თუ გავყვებით და მე ასე ვხედავ ამას, ამ პირობებში, თუ კი არაფერი არ იცვლება, აზრი არ აქვს, რადგან ეს არ იქნება არჩევნები იმ პარამეტრებით, იმ სტანდარტით, რომელიც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იყოს.

როდესაც სასამართლო არ არსებობს, ადმინისტრაცია არ არის, რაც უნდა, იმას გამოგიცხადებენ, მერე რეპრესიებს მოგიწყობენ, ეს რანაირი საფუძველია არჩევნების. ამიტომ, თუ არ არის არჩევნები და მიგაჩნია, რომ პროცესი არის რაღაც ფარსი, მაშინ არც ბოიკოტია შინაარსით ბოიკოტი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მან (სალომე ზურაბიშვილმა) სწორედ ამ კუთხით თქვა, რომ არც ბოიკოტია რეალობა დღეს, იმიტომ, რომ არჩევნები არ არის რეალური და ეს არჩევნები არ იქნება.

საზოგადოებას უნდა დავანახოთ და, მე ვფიქრობ, ამ რვა პოლიტიკური პარტიისა და ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფის კამპანიაც ამ ფორმით უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და როგორ უნდა აიძულოს ხალხმა “ქართული ოცნება”, რომ კომპრომისზე წავიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოლეგებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა.

“მე მინდა, ჩემს მეგობრებს, ოპოზიციურ ლიდერებს ვურჩიო, რომ გადახედონ თავიანთ პოზიციებს. პოლიტიკაში პოზიციების ცვლილება სირცხვილი ნამდვილად არ არის. თუ არ შეიცვლიან, ეს, ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილება იქნება, მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დაცული იმისგან ვერ იქნებიან, რომ არ იქნება კრიტიკა და არ იქნება ძალიან მწვავე შეფასებებიც”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე