Reuters - აშშ-მა უკრაინაში, პაუზის შემდეგ, ზოგიერთი იარაღის მიწოდება განაახლა

აშშ უკრაინას საარტილერიო ჭურვებსა და GMLRS-ის რაკეტებს აწვდის, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ უკრაინას, ამჟამად, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და GMLRS (მობილური სარაკეტო არტილერიის) რაკეტები მიეწოდება.

ამასთან, ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რა რაოდენობის ჭურვები და რაკეტები მიაწოდეს უკრაინას, რატომ მიაწოდეს ქვეყანას მხოლოდ ჭურვები და საარტილერიო რაკეტები და მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება სხვა იარაღის მიწოდების განახლების შესახებ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას ზოგიერთი კრიტიკულად საჭირო იარაღის მიწოდება შეუჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს