ირაკლი კობახიძე - ციხეში არიან კრიმინალები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში

ციხეში არიან კრიმინალები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.

„პირველ რიგში, ციხეში არიან კრიმინალები. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი და ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ