რადიკალური ოპოზიციიდან, ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა განაცხადა, რომ არ იღებენ მონაწილეობას. აქაც ხედავთ, რომ მათ შორის აზრი გაყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი.
„კოალიციებს რაც შეეხება, რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომლის მიზანი, ამოცანაა, დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია – უცხოეთში, ვისგან იღებს მითითებებს – უცხოეთიდან. ზუსტად ეს არის „ნაცობა“ თავისი არსით. „ნაცობისთვის“ აუცილებელი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, „ნაცობა“ გულისხმობს, იყო მარიონეტი უცხო ძალის. ამ მხრივ, კიდევ ერთი მხილებაა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ყველა ის პირი, რომელიც ცდილობს საბოტაჟი წაახალისოს, ან საბოტაჟი მოაწყოს, საერთაშორისო სამართალს არღვევს და „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“.
„არჩევნების საბოტაჟი და ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში - ევროპელების თუ თბილისში, მათი მარიონეტების თავში, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევენ, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშეშლაა. ეს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. ეს თავდასხმაა ქართულ დემოკრატიაზე, ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც ცდილობს საბოტაჟი წაახალისოს, ან საბოტაჟი მოაწყოს საერთაშორისო სამართალს არღვევს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით.
ვინ თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან? ჩვენი სისტემა საკმაოდ ლიბერალურია საარჩევნო დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით. ნახეთ აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში როგორი სისტემაა, შეზღუდულია იქ უცხოელების რეგისტრაცია დამკვირვებლებად. რა თქმა უნდა, ღია ვართ ყველა მისიისთვის, თუმცა ეუთო/ოდირის დაკვირვებას რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან და ზოგიერთი სხვა დედაქალაქიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე თავდასხმა მოხდა, ვინაიდან ნახეს, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ იყო, ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას. მაგრამ ვნახეთ, რომ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის ნება ასახა, ახლა ველოდებით, რას გვეტყვის რამდენიმე ქვეყნის ელჩი, რომელიც გულცივად იყურებოდა ხელისუფლების მიმართ, ასევე რას გვეტყვის ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკი, ამდენი თვე ხან „ქართული ოცნების“ მინისტრი რომ ეძახეს მინისტრებს და ხან „ქართული ოცნების“ პარლამენტს რომ ეძახის ზოგიერთი უცხოელი და მათი დაფინანსებული NGO-ები. აპირებენ თუ არა ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს? სელის თუ ზოგიერთი დედაქალაქის ჩინოვნიკი და ელჩი დემოკრატიის უარყოფით ცდილობს წაართვას ქართველ ხალხს საარჩევნო უფლება, ამიტომ ჩვენ ველოდებით რომ აღიარონ 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ყველა სხვა საკითხზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.