შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“ - გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“ - მეშვიდე წელია ამბობს, პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას ადრინდელიდან ახსოვს შემთხვევები „თვითმარქვია მმართველებზე“.

სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? სინამდვილეში ხომ ამაზე უბრალოდ, უნდა ვიცინოთ. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ასეთი შემთხვევები ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მმართველები იყვნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა