კახა კალაძე - მალე დავიწყებთ კამპანიას, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

აშკარად ჩანს, რომ [ოპოზიციის წარმომადგენლები] არეულები არიან, თუმცა ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელიც ემსახურება საქართველოს, ქართველ ხალხს და არ იმართება გარედან.

„დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან, თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვისმენთ გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის. აქ მთავარი არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ერთადერთი ძალა არის "ქართული ოცნება", რომელიც ემსახურება საქართველოს, ქართველ ხალხს და არ იმართება გარედან," - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ