„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინთან შეხვედრა გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერები: თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე, მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. მათივე ცნობით, პარტიის დელეგაცია დღეს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საკითხი შეეხებოდა, მათ შორის შეეხებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელებას.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელება.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხს და მათ გათავისუფლების აუცილებლობას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ