ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმები ტერორიზმს წარმოადგენს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმები ტერორიზმს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ ღამით მათ კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს უკრაინაზე, რომლის სამიზნეც დედაქალაქი კიევი იყო. უკრაინელებს ყოველ ღამით ასობით დრონი ესხმით თავს. ეს აშკარა ტერორიზმია. ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს, რომ ჩვენი ხალხი დაიტანჯოს და უკრაინიდან გაიქცეს. მას სურს, რომ სიცოცხლე ყველგან განადგურდეს და არა მხოლოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

„ყველა ხედავს, რომ პუტინმა ყველა სამშვიდობო წინადადება უარყო და ძალადობის ესკალაციას ახდენს. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რეალურ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი ძალისხმევაა საჭირო.

„ევროპა უნდა შეთანხმდეს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს და არა მხოლოდ ამ აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, არამედ თავად აქტივებიც უნდა იქნას გამოყენებული“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს