გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა, გამარჯვებული კომპანია „ჯი-თი გრუპი“ კი მაღალი სანდოობით და ხარისხით სარგებლობს

თბილისის მერის მოადგილის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის მერია ახალი მაღალი ევროპული სტანდარტის მეტროს ვაგონის შესყიდვაზე გადავიდა, შესაბამისად, თბილისი 5 წლის განმავლობაში 111 ახალ ვაგონს შეისყიდის.

როგორც ტყემალაძემ განმარტა, ახალი ვაგონების შესყიდვა აზიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხდება.

მისი განმარტებით, ტენდერი აბსოლუტურად ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა, ხოლო კომპანია „ჯი-თი გრუპი“, რომლმაც ტენდერში გაიმარჯვა, მაღალი სანდოობით და ხარისხით სარგებლობს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და დღევანდელი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ქალაქისთვის იმ სერვისის განვითარების, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკრეტულად მეტროპოლიტენისა განვითარება. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მეტროს მოდერნიზებას, მეტროსადგურების რეაბილიტაცია ხდება და ასევე მოხდა მეტროს ვაგონების შეკეთება-რეაბილიტაცია ამ წლების განმავლობაში. თუმცა, დადგა ახალი ეტაპი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გადავედით ახალი მაღალი ევროპული სტანდარტის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე და აზიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით დღეს ეს უკვე შესაძლებელია - 111 ვაგონი 5 წლის განმავლობაში მოგვეწოდება. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ისინი მომავალში ისარგებლებენ კიდევ უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, -განაცხადა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ „კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენ თანამოქალაქეების, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მეტრო იქნება უფრო მეტად კომფორტული და კიდევ უფრო მეტ მგზავრს გადაიყვანს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება