მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შეხვდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა და სხვ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა