სალომე ზურაბიშვილი - როცა პოლიცია თავნებობაზე გადადის, კრიმინალები თარეშობენ, პრემიერი მეგობრებზე და არა ხელისუფლებაზე გვესაუბრება, ისმის კითხვა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ, რომ „ოცნების" უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?

საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, - წერს ზურაბიშვილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს „ფეისბუქზე" აქვეყნებს და სვამს კითხვას, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ", რომ „ოცნების" უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?".

„როცა პოლიცია ზომიერებისა და თავშეკავების ნაცვლად, გადადის თავნებობაზე რიგითი მოქალაქის მიმართ, როცა კრიმინალები თარეშობენ ქუჩებში, პრემიერი ინსტიტუციის განცდას კარგავს და თავის მეგობრებზე და არა ხელისუფლებაზე გვესაუბრება, როცა მოსამართლე ადვოკატს რეპლიკის უფლებას ართმევს, როცა… როცა …. კითხვა ისმის: კიდევ რას ველოდოთ ამათი ჩამოშლის გზაზე? ან კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ „ოცნების" უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?",- წერს ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში