ლევან ცუცქირიძე - არჩევნები ჩავარდნილია და ამ ფარსში არ მონაწილეობა სერიოზული პოლიტიკური დემარში იქნება - თუ „ლელო“ და გახარია მონაწილეობას არ გადაიფიქრებენ, ძალიან დასუსტებულები გამოვლენ პროცესიდან

არჩევნები ჩავარდნილია, ეს არ არის არჩევნები - არ მონაწილეობა ამ სიცრუესა და ფარსში, იქნება საზოგადოების სერიოზული პოლიტიკური დემარში და ამისკენ მოვუწოდებ ყველას, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის მოსაზრებით, პარტიებმა - „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ უნდა გადაიფიქრონ არჩევნებში მონაწილეობა.

„ვთვლი, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უნდა გადაიფიქრონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება - უნდა გადაიფიქრონ, აბა რა უნდა ქნან?! მაგრამ თუ არ გადაიფიქრებენ, არ მგონია, რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ ჩხუბში გავატაროთ დრო. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არც „ლელოა“ და არც გახარია, მთავარი მოწინააღმდეგე არის „ქართული ოცნება“. თუ გადაიფიქრებენ, კარგია საერთო საქმისთვის და მათთვისაც. სხვა შემთხვევაში ორგანიზაციულად და პოლიტიკურად ძალიან დასუსტებულები გამოვლენ ამ პროცესიდან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციასთან დიპლომატიური ომი წააგო.

„ნულოვანი ანგარიშით წააგო „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური ომი ოპოზიციასთან საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ როდესაც საელჩოები და სამინისტრო, ვინც კი ოდნავ განსხვავებული აზრის იყო, გაყარეს და პარტიის დანაყოფად აქციეს და მაინც ვერაფერი ვერ შეძლეს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე, როგორც გადაცემაში ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, „თავისუფლების მოედანი“ კვლავ რჩება წინააღმდეგობის პლატფორმაში.

„თავისუფლების მოედნის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ყველა იმ მაგიდასთან, სადაც განიხილება გულწრფელი სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადავარჩინოთ დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმაში ვიყავით, ვრჩებით და მომავალშიც ვიქნებით.

წინააღმდეგობის პლატფორმა არ დაშლილა, შეიძლება კიდევ ვიღაცები შემოუერთნენ. ამას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, რომ კიდევ უნდა გაძლიერდეს. ამას ჩვენ მხარს ვუჭერთ. გავაგრძელებთ ურთიერთობას და კოორდინაციას ყველასთან, ვისთანაც საერთო შეხედულებები გვაქვს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო