პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს - თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციური ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?

მართლა მაინტერესებს, შენ [შალვა პაპუაშვილს] შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ? - ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

მისივე განმარტებით, ოპოზიციონერი ლიდერები უკანონო პატიმრობაში არიან.

„რა უსინდისო და უტიფარი პროპაგანდა აქვს „ქართულ ოცნებას“. თითქმის, ყველა აქტიური ოპოზიციური ლიდერი ტყვეობაში ჰყავთ და შალვა პაპუაშვილი, შირაქის ველიდან ვითომც, არაფერია, კითხულობს: „სად არიან ოპოზიციონერები?“ შალვა, მართლა გაინტერესებს? გიორგი ვაშაძე ციხეშია, უკანონო პატიმრობაში, ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეშია, უკანონო პატიმრობაში, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში, ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში და მართლა მაინტერესებს, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?“, - აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა ლაგოდეხში ვიზიტისას ჯურნალისტებთან განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები შირაქის ველზე არიან, ოპოზიციონერები კი უცხოეთში და არა ქართველ ხალხთან.

„მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, დღეს შირაქის ველზე ვარ, დედოფლისწყაროში. ოპოზიციიდან დღეს, გახარია არის ბერლინში, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად და ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს