თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს

წერილი, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნდა, როგორც ჩანს, კარის ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის და იმ შეთქმულების თეორიების ხელწერაა, რომელიც რუსული იდეოლოგიიდან და დუგინიდან მომდინარეობს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ განცხადებით ჩანს, რომ პარტია ერთობლივად დგება სანქციების წინაშე და გარკვეულწილად დასავლეთს იგერიებს.

„მე მახსენდება „რუსული კანონის“ მიღების პერიოდი, როცა ივანიშვილმა „ოცნების“ ყველა დეპუტატს მისცა დავალება, რომ უკლებლივ ყველას ხმა ყოფილიყო ამ კანონზე, რადგან ეს ივანიშვილის წინაშე ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო. პოლიტსაბჭოს განცხადებაც იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორ ფეხზე ღირსებით სვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ ხალხს. შესაბამისად, ეს შეთქმულების თეორიები და პოლიტსაბჭოს განცხადების შათირისეული სტილი, რომელიც ერთი ერთში დუგინს იმეორებს, აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც სანქციების წინაშე უდგას ივანიშვილს და მის რეჟიმს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით