ლევან სანიკიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პირველი ქართული პარტია, რომელმაც ევროპის ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში - YEPP - სრულფასოვანი წევრობა მოიპოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ევროპის სახალხო პარტიის" ახალგაზრდული ფრთის – YEPP-ის (Youth of the European People’s Party) – რიგით მე-15 კონგრესზე ოფიციალურად გახდა პირველი ქართული პოლიტიკური პარტია, რომელმაც ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, YEPP ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და ათეულ ათასობით ახალგაზრდა ლიდერს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს ძალიან დიდი წარმატებაა.

„"ახალგაზრდული ევროპის სახალხო პარტიის" რიგით მე-15 კონგრესზე „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პირველი ქართული პარტია, რომელიც შეუერთდა ევროპის ყველაზე დიდ ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ჩვენ გავხდით სრულუფლებიანი წევრები, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. შემდგომში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, როგორც სრულფასოვანი წევრები "ევროპის სახალხო პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, სადაც უკვე იქნება ქართველი ახალგაზრდების ხმა წარმოდგენილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის პირველი გარღვევა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან იქნება გაკეთებული, მე მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც სწორედ ქართველი ახალგაზრდები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ჩნდებიან ასპარეზზე, შეძლებენ და საქართველოს გახდიან ევროკავშირის სრულფასოვან წევრს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ. დარწმუნებულო ვარ, რომ ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც დღეს ჩვენ დავიმსახურეთ, მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე და ახალგაზრდობაზე გავრცელდება. მე მჯერა, რომ დიახ, ქართველი ახალგაზრდების ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირში“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ