მექსიკის პრეზიდენტი - გვჯერა, ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევენ.

„ჩვენი კოლეგების გუშინდელი განხილვის საფუძველზე გვჯერა, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებით. გარკვევით გვესმის, რაზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ აშშ-სთან და რაზე არა. არის რაღაც, რაც არასდროს, არასდროს, მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტია“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის“.

„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ“, - აღნიშნულია წერილში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა