„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა - სუს-ში აცხადებენ, რომ საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, სადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.

„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, "ბათუმი მოლში" მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, - აღნიშნეს უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა