საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ყოფილ პარლამენტარს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღეს ერევანში გამართულ სამიტებში, გაჩნდა მოლოდინი რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში გარკვეული კორექტივები იქნებოდა შეტანილი.
ვხედავთ რომ ოპოზიციაც აქტიურობს, 26 მაისისთვის ემზადება. როცა 26 მაისისთვის ოპოზიციის მზადებაზე ვსაუბრობთ, რჩება შთაბეჭდილება რომ ქართული პოლიტიკა ერთ დიდ და ძველ წრეზე მოძრაობს. ამ თემას მოგვიანებით შევეხებით.
გვინდა ვისაუბროთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის დღის წესრიგზე მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია დაიწყო. მოდით საუბარი დავიწყოთ ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგზე და შემდეგ ხელისუფლებისვე საგარეო პოლიტიკაზე გადავიდეთ...
- საშინაო პოლიტიკში ხელისუფლების ნაბიჯები არის უფრო რეფლექსია იმაზე, პოლიტიკური პროცესი მათ წინაშე რა გამოწვევებს აყენებს. ამის კარგი მაგალითია ფასების კომისიის მუშაობა. ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა არ აქვს და ის უბრალოდ რეაგირებს იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელიც ეკონომიკურ პროცესს მოაქვს, მაგრამ რეაგირებს ძალიან არაკომპეტენტურად.
ფასების კომისიის მუშაობის შედეგად პირიქით უკუ შედეგი მივიღეთ, შესაძლოა, ეს ბოლომდე მათი ბრალი არ არის, მაგრამ, მათ რომ არ აქვთ ადეკვატური და პროფესიული დამოკიდებულება და კომპეტენცია ეკონომიკური პროცესები მართონ, ეს ამ სფეროში, როგორც ბევრ სხვა სფეროებში ნათლად გამოჩნდა, და ამას ვხედავთ.
ერთადერთი რაც ხელისუფლებას გამოსდის, ეს ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამისთვის ივანიშვილი სხვადსხვა ფორმებს იყენებს, ვიღაცას აძლიერებს, ვიღაცას ასუსტებს, რაც შიდა კარის თამაშებს უფრო ჰგავს და ჩემი აზრით, ზოგადად ქვეყნისთვის ბევრს არაფერს ცვლის.
ერთადერთი რაც ხელისუფლებას გამოსდის, ეს ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამისთვის ივანიშვილი სხვადსხვა ფორმებს იყენებს, ვიღაცას აძლიერებს, ვიღაცას ასუსტებს, რაც შიდა კარის თამაშებს უფრო ჰგავს და ჩემი აზრით, ზოგადად ქვეყნისთვის ბევრს არაფერს ცვლის
ხელისუფლება იმაზე კი არ ფიქრობს, თუ როგორი იქნება ეკონომიკა, როგორ შეიძლება დაეხმარონ ხალხს, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს, ან როგორ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა და ასე შემდეგ.
ისინი ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომლებიც მორგებულია იმაზე თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ხელში ჩაიგდონ ქონება და ასე შემდეგ. მათ მიერ დაწყებული ყველა რეფორმის მიზანი ამისკენაა მიმართული. თუ შეიძლება იმას რეფორმა დაერქვას, რაც განათლების ან სხვა სფეროში ხდება.
ჩემი აზრით, ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახად ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ყველა მათი მოქმედება მხოლოდ ამას ემსახურება.
- საუბრის დაწყებისას ვთქვი, რომ საგარეო პოლიტიკაში გარკვეული კორექტივების შეტანა იყო მოსალოდნელი...
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ლამის ყოველ დღე, წარმოუდგენელია, ჩვენზე ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება რომ ქვეყანას ევროპული მისწრაფებები აქვს. გერმანიის ელჩის მიმართ მისი ბოლო განცხადების მსგავსი ჩვენს უახლოეს ისტორიაში არც კი გვახსენდება...
- ვერც გავიხსენებთ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ხელისუფლებას პარტნიორების მიმართ არადეკვატური დამოკიდებულება აქვს. ასე ევროპაში არც დიპლომატიაში ებს და არც ოპონენტებს, ასე არც ოპონენტებს არ ექცევიან, არა თუ გაცხადებულ მეგობრებს. თუ აცხადებ რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, ასეთი განცხადებები აშკარად არადეკვატურია.
ასეთი განცხადებებით რეალურ პოლიტიკას ვერ განსაზღვრავ, უბრალოდ ფონს ქმნიან, თითქოს გვინდა ევროკავშირის წევრობა. ასეთი განცხადებები მათზე უფრო ქმნის წარმოდგენას, ვიდრე ამ განცხადებების ადრესატებზე. ესეც ხელისუფლების არადეკვატურობის ნაწილია.
ასე ევროპაში დიპლომატიაში არც დიპლომატებს და არც ოპონენტებს, არ ექცევიან, არა თუ გაცხადებულ მეგობრებს. თუ აცხადებ რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, ასეთი განცხადებები აშკარად არადეკვატურია
ჩემი აზრით, ერევანში გამართულ სამიტში მონაწილეობა ხელისუფლებას იმისთვის კი არ უნდოდა, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, ან გაწევრიანების პოლიტიკა აწარმოოსდეს. ამაზე ხელისუფლებას ერთ სიტყვაც არ უთქვამს, ამგვარი შეხვედრა ერევანში არც ერთი არ ყოფილა. ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში აღარაა.
ერთადერთი რაც ხელისუფლებას უნდა, ესაა, ბიზნესტრუქტურებს დაანახონ რომ მათ ევროკავშირთან აქვთ შენარჩუნებული ბიზნესურთიერთობები. საუბარია ისეთ სფეროებზე, სადაც მათ სამომავლოდ სარგებელი შესაძლოა ჰქონდეთ. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანისა და სომხეთის ბიზნესპროექტები, რომელშიც ჩვენ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ.
მათ არ უნდა ამ ეკონომიკური პროექტების მიღმა დარჩნენ, მაგრამ, რაც შეეხება სტრატეგიულ ურთიერთობებს, მათ ეს არ უნდათ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირთან გაწერვრიანების სტრატეგიული პოლიტიკური დღის წესრიგი აღარ აქვს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თან პოლიტიკური დღის წესრიგი აღარ აქვს
- წარმოუდგენელია ხელისუფლებაში არ ესმოდეთ რომ ევროპისაგან დისტანცირება და იზოლაცია მხოლოდ რუსეთთან დაახლოების გზაა, მაგრამ, ეს დაახლოებაც რას მოიტანს საკმაოდ ბუნდოვანია.
ვხედავთ, რომ ახლა რუსეთის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ვგულისხმობ იმას, რომ იგი საკმაოდ დასუსტებულია და მას ანგარიშს აღარც უწევენ არა მარტო დიდი მოთამაშეები, არამედ რეგიონალური ლიდერი ქვეყნები და მათი ლიდერები.
რუსეთთან დაახლოებისაგან რას შეიძლება ველოდეთ?
- რუსეთთან დაახლოებისგან ხელისუფლებამ, პრინციპში რაც შეეძლო მიიღო. 2022- 2023 წლიდან მათი დაახლოება რუსეთთან ინტენციურად დკიდევ უფროა ცხადად გამოჩნდა, თუ მანამდე ამ თემაზე მხოლოდ ეჭვები არსებობდა, 2022 წლიდან ცალსახა იყო რომ ივანიშვილმა ფსონი გააკეთა რუსეთზე, და მე ვიტყოდი რომ ამის შედეგად ძალიან დიდი მატერიალური სარგებელი მიიღო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებით. ეს ეხება არა მარტო არალეგალურ, არამედ ლეგალურ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.
მანქანების ტრანზიტის გარდა, გამოიკვეთა ყულევის პორტის ამბავი, სანქციების არიდების შემთხვევები, რამაც მათ ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა. თუმცა მოსახლების დიდ ნაწილთან ეს ეკონომიკური შედეგები საერთოდ არ მივიდა. კარგი იქნებოდა რომ აქედან მოგება მოსახლეობამდე მიდიოდეს, მაგრამ მოსახლეობამდე არაფერი მიდის. ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობით საკუთარი თავი და რეჟიმი გაამდიდრა და საკმაოდ დიდი სარგებელიც მიიღო.
ამიტომ, ვფიქრობ რომ მათ რუსეთის წარმომადგენლებთან ვალდებულებებიც და გარკვეული პასუხისმგებლობები აქვთ გაჩენილი.
ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობით საკუთარი თავი და რეჟიმი გაამდიდრა და საკმაოდ დიდი სარგებელიც მიიღო. ამიტომ, ვფიქრობ რომ მათ რუსეთის წარმომადგენლებთან ვალდებულებებიც და გარკვეული პასუხისმგებლობები აქვთ გაჩენილი
არადა, რუსეთის პოლიტიკური გავლენები მილევად მდგომარეობაშია. ამას თავადაც ხედავენ. ვნახეთ როგორი უსუსური იყო 9 მაისის აღნიშვნა წითელ მოედანზე. როგორც ჩანს, ასეთ ფონზე ხელისუფლებას ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები აქვთ გაჩენი რუსეთის მიმართ, რომ ასე იოლად ვეღარ ეხსნებიან.
სამწუხაროდ, დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის მთავარი დასაყრდენი საქართველოქართული ოცნება გახდაა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ეს ფუნქცია სომხეთს ჰქონდა. და ეს მაშინ, როცა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზა დგას.
- რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კანონპროექტი მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას აძლევს.
ვხედავთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამაზე არათუ მკაფიო რეაქცია, რეაქცია საერთოდ არ აქვს. ეს იმიტომ ხომ არ შეიძლება იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ - რუსეთთან ვალდებულობები და პასუხიმგებლობები აქვს აღებულიო?
- აქ ორი მიზეზი შეიძლაბა იყოს - ერთი რომ არ აქვს უნარი რეაქცია ჰქონდეს, ან ხელისუფლებას სწორედ იმიტომ არ აქვს რეაქცია რომ რუსეთის მიმართ გარკვეული ვალდებულობები აქვს აღებული. თუ მათთან შეკრული ხარ, იოლად ვერც მოიშორებ და როგორც ჩანს, ეს დიდი ხნითაა.
ხელისუფლებას სწორედ იმიტომ არ აქვს რეაქცია რომ რუსეთის მიმართ გარკვეული ვალდებულობები აქვს აღებული. თუ მათთან „ეშმათან“ შეკრული ხარ, იოლად ვერც მოიშორებ და როგორც ჩანს, ეს დიდი ხნითაა
გარდა ამისა, ახლა რასაც აკეთებს რუსეთი ამ მიმართულებით, ალბათ უფრო სომხეთზეა გათვლილი, ვიდრე საქართველოზე. მაგრამ, ისიც ცალსახაა, რომ ანექსიისკენ გადაგმული პროცესები მიმდინარეობს როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში. ამ საკითხებზეც ხელისუფლება ხმას არ იღებს.
- ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ვთქვათ, გართულდა ვითარება სომხეთში, სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვს და რუსეთს დასჭირდა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს?
- ძალიან რთული კითხვაა. შესაძლებელია საქართველო პლაცდარმად იყოს გამოყენებული. სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში მიმართულებით გარკვეულ წილად ახლაც გამოიყენება საქართველო რუსეთის მიერ. რუსეთი შეეცდება ხელი შეუშალოს სომხეთში დასავლეთის ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, აშკარად იკვეთება რომ რუსეთს საქართველოს გამოყენება ამ კუთხით უნდა.
სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენებს თუ არა, ეს ძალიან რთული საკითხია. არ გამოვრიცხავ რომ მოუნდეს რუსეთს თ ამის გაკეთება., მაგრამ, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მომარაგება საქართველოს გავლით, შესაძლებელია როგორც საჰაერო და ისე სახმელეთო გზით.
ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო ომში ჩართული აღმოჩნდება. საქართველო ბელორუსი არ არის, რომელმაც რუსებს საშუალება მისცა თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ეს რომ მოხდეს, ეს საქართველოსთვის უმძიმესი როლის შესრულება იქნება. მე ამ სცენარით მოვლენების განვითარება, ნაკლებად სავარუდოდ მიმაჩნია.
ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო ომში ჩართული აღმოჩნდება. საქართველო ბელორუსი არ არის, რომელმაც რუსებს საშუალება მისცა თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ეს რომ მოხდეს, ეს საქართველოსთვის უმძიმესი როლის შესრულება იქნება. მე ამ სცენარით მოვლენების განვითარება, ნაკლებად სავარუდოდ მიმაჩნია
- მეუფე შიოს გაპატრიარქების შემდეგ, საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა მოლოდინი რომ იგი ხელს შეუწყობს საშინაო პოლიტიკაში შერიგების პროცესს. ეს კი იმასაც გულისხმობს რომ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით ციხეში მსხდომები, ასევე დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ასე შემდეგ.
ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს. მე ისიც გამიკვირდა რომ როგორც კი შიო მესამე პატრიარქი გახდა, ამ თემაზე მსჯელობა აქტუალური გახდა. ახალ პატრიარქს დრო უნდა მიეცეს, რომ ასეთ რთულ საკითხებში ჩარევა შეეძლოს.
არ ფიქრობთ, რომ ამ თემაზე საუბრის დაწყება, აშკარად ნაადრევი და ხელოვნურიც კი იყო?
- არ ვფიქრობ რომ ხელოვნურიც არის, რადგან ეს თემა ახალი პატრირქისთვის ერთ- ერთ დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდის ბოლო ეტაპი, წლები და 90იანებიც, როცა პატრიარქი ილია აქტიურად ცდილობდა დაპირისპირებული მხარეების შერიგებას. ილია მეორემ ძალიან გონივრულად გაიარა ეს რთული გზა. მიუხედავად იმისა რომ მას ამის გამო ბევრი ტალახი ესროლეს, მან ეს გზა გაიარა. სწორედ ამის გამო დაიმკვირდა მან მომრიგებლისა და შუამავლის გამაერთიანებლის როლი. ავტორიტეტი.
ასე იყო 2001 წელსაც, როცა ქუჩაში სტუდენტები გამოვიდნენ, პატრიარქი ილია მეორე ამ პროცესს აქტიუარდ გამოეხმაურა. მეტიც, მან ტელევიზიების შერიგებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
დღესაც პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დაძაბულია „ქართული ოცნების“ გამოისობით. თუ ახალ პატრიარქს ექნა სურვილი გაიაროს ის გზა, რაც ილია მეორემ გაიარა და მე იმედი მაქვს რომ მას ასეთი სურვილი ექნება, ეკლესია უნდა იყოს არა გამყოფი, არამედ გამაერთიანებელი, მასნ შეუიძლიაება გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაციისაკენ.
დღესაც პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დაძაბულია „ქართული ოცნების“ გამოისობით. თუ ახალ პატრიარქს ექნა სურვილი გაიაროს ის გზა, რაც ილია მეორემ გაიარა და მე იმედი მაქვს რომ მას ასეთი სურვილი ექნება, ეკლესია უნდა იყოს არა გამყოფი, არამედ გამაერთიანებელი, მან შეიძლება გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაციისაკენ
არ ვიცი, მას ამის საშუალებას „ქართული ოცნება“ რამდენად მისცემს, მაგრამ, ფაქტია, ვიდრე პოლიტაპიმრები ციხეში სხედან, შერიგებაზე საუბარი ძალიან ძნელია. პოლიტიკური პატიმრები არიან ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ზიან, რომ უნდოდათ და ახლაც უნდათ ქვეყნის ევროპისკენ სვლა. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, არ აღიარებს იმ საქართველოს, რომელიც მას მხარს არ უჭერს.
თუ ახალი პატრიარქი, საზოგადოებაში არა შიშის დანერგვით, არამედ მიტევებითა და ურთიერსიყვარულით ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას, კარგი იქნება. მაგრამ არ ვიცი ამის საშუალეაბს რამდენად მისცემს მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
თუ ახალი პატრიარქი, საზოგადოებაში არა შიშის დანერგვით, არამედ მიტევებითა და ურთიერსიყვარულით ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას, კარგი იქნება. მაგრამ, არ ვიცი ამის საშუალეაბს რამდენად მისცემს მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
- ბრძანეთ, „ქართული ოცნება“ 26 მაისის აქციისთვის ემზადება. აქვე უნდა ითქვას ის, რომ არც ოპოზიცია აღიარებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად. ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ქართული პოლიტიკა კარგა ხანია, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ასეთი ვითარება ასე რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება, ესეც ფაქტია...
- ოპოზიციას თავისი ცოდვები ჰყოფნის, მაგრამ, ის აგრესია, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდრებული, ძირითადად განპირობებულია იმ მმართველობით, რომელსაც წლებია „ქართული ოცნება“ ახორციელებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის რომ ნეიტრალურ ადამიანებს პოლიტიკის მიმართ აპატია გაუჩნდათ, ესეც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ტოლერანტულია, ნაკლებია ვიდრე ამას მმართველი გუნდი და მათი მხარდამჭერები ცდილობენ დაამკვიდრონ
პროპაგანდისტული პოლარიზაცია, საზოგადოებაში საკმაოდ თავმოხვეულია, მაგრამ, არც ისე როგორც „იმედისა“ და „პოსტ.ტვ“ და სამწუხაროდ „რუსთავი-2“-ის პატრონებს ჰგონიათ. ამაზე პასუხიმგებელია „ქართული ოცნება“ ასეა, რადგან, მან გადაწყვიტა რომ მიიტაცოს არჩევნები, მათივე გადაწყვეტილებით მათ იგნორირებული ჰყავთ მათივე დათვლებით დაახლოებით 800 ათასი ოპოზიციონერი ამომრჩევლის. ხმა. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანების ხმასაც არ აღიარებს. მეტიც, მათ მიმართაა მიმართული აგრესია. ამის გამოა წარმოუდგენელი პროპაგანდისტული მედიის ყურება.
ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკებია ვიდრე ამას მმართველი გუნდი და მათი ლიდერები ცდილობენ დაამკვირდონ. ქართული საზოგადოება გაცილებით ტოლერანტულია, ვიდრე მმართველი გუნდი და მათი მხარდამჭერები.
- ვიდრე დაგიკავშირდებოდით, სოციალურ ქსელში ვნახე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოხმაურება იმაზე, რომ ევროპარლამენტმა აკრედიტაციები არ გასცა „იმედის“, „პოსტ.ტვ-სა“ და „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებზე. მათი უმეტესობა ევროპარლამენტს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს, არადა, ყველას დაავიწყდა ის, რომ ჩვენი პარლამენტი იმ ჟურნალისტებს უკრძალავს პარლამენტში შესვლას, ვინც დეპუტატებს უხერხული კითხვებით არ ასვენებს...
- ევროპარლამენტში საკმაოდ მკაფიოდ გაწერილი წესებია, როცა იქ მოხვდები და ამ წესებს არღვევ, სამწუხაროდ, ჟურნალისტები მმართველი გუნდის პროპაგანდისტებად არიან ქცეული, როგორც ჩანს, ევროპარლამენტში წესებს არღვევენ, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს შემუშავებული.
ამათ უნდა იცოდნენ, რომ ასე ევროპული მედია არ მუშაობს. თუ მათ უნდათ ევროპული წესებით თამაში, მაშინ სწორედაც რომ ევროპული წესებით უნდა ითამაშონ.
ეს მარტო მედიას არ ეხება, თუ ხელისუფლებას ევროკავშირი და ევროპული წესები არ მოსწონს, მაშინ თავად გამოიტანონ განცხადება და უარი თქვან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
თუ ხელისუფლებას ევროკავშირი და ევროპული წესები არ მოსწონს, დაწერონ განცხადება და გამოიტანონ განცხადება და უარი თქვან რომ არ უნდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
თუ ხელისუფლებას ევროკავშირი და ევროპული წესები არ მოსწონს, მაშინ თავად გამოიტანონ განცხადება და უარი თქვან რომ არ უნდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამას ვერ გაბედავენ
მათ იციან რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირი, ამიტომ ამას არ გააკეთებენ. მათივე ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრედ. ამიტომაცაა, ამის გაკეთებას რომ ვერ ბედავენ.
- ოპოზიცია 26 მაისის აქციისთვის ემზადება. ვიცით, რა მოთხოვნებსაც დააყენებენ. მაგრამ, მმართველ გუნდს პარტიების გაუქმებაზე აქვთ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი.
მე არა ვარ დაწმუნებული რომ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, მაგრამ, ეს ვითარებაც რომ პარტიებს გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს, ფაქტია...
- ესეც ხელისუფლების სტრატეგიული ამბივალენტურობაა. ხელისუფლება სპეციალურად ქმნის ისეთ გაურკვევლობის გარემოს რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პროგნოზირებად გარემოში ოპერირების მუშაობს შესაძლებლობა.
გეთანხმებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეცდება ყოველ შემთხვევაში ასე მოხდეს. მაგრამ,თუ ამის საჭიროება დადგა, ანუ, თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს.
სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარე გახდა იაფფასიანი პროპაგანდის მთავარი რუპორი. ცუდია, რომ ამხელა თანამდებობის ადამიანს ასეთი ფუნქცია აქვს
ეს თემა დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული პარტიების თავზე. ასეთივე ვითარებაა პარტიების ლიდერების თან მიმართებაში „საბოტაჟის საქმეზე“.
- ახლა ისევ პარლამენტის სპიკერის განცხადება გამახსენდა ციხეში მსხდომებთან დაკავშირებით. აქაოდა, ისინი „მოლოტოვის კოქტეილების“ გამო ზიან ციხეშიო, არადა, ამას წინათ ადვოკატებს ვუსმენდი არც ერთ მათთაგანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ეს ბრალდება არააო...
- სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარე გახდა იაფფასიანი პროპაგანდის მთავარი რუპორი. ცუდია, რომ ამხელა თანამდებობის ადამიანს ასეთი ფუნქცია აქვს.
საქმეები აღძრულია სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და ასევე საკონსტიტუციოშია შეტანილი პარტიების გაუქმების სარჩელი. მათ წინააღმდეგ საქმეების თემას მაშინ გააქტიურებენ, როგორც კი დაინახავენ რომ რომელიმე მათგანი მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ეს საქმეები თაროზეა შემოდებული და რომელიც დასჭირდებათ, იმ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. სამწუხაროდ, ამით აკონტროლებს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას ხელისუფლება, რომ მის ძალაუფლებას არაფერი საფრთხე არ შეექმნას.
მათთვის კარგა ხანია არ არის პრობლემა რომ ხალხს უჭირს, ქვეყანაში რომ ოლიგარქიული მმართველობაა და ასე შემდეგ. ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებენ იმიტომ რომ არსებული ვითარება აწყობთ. რამდენ ხანს გაძლებენ არ ვიცი. თუმცა, ხალხის მოთმინებასაც აქვს ზღვარი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი