„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ საქართველოს ნავთობბაზარზე განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში სამ ობიექტს ხსნის (ბუკიას ქუჩის დასახლებაში, გოდოგანსა და კვახჭირში). „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მაღალი ხარისხის საწვავს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 26-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით გააფართოვებს საქართველოს ყველა კუთხეში.

„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში განავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) შესთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალური იდენტობით, მომსახურების მაღალი ხარისხით და დამფუძნებელი კომპანიის ნავთობბაზარზე წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილებით, უკვე ძლიერ კომკურენციას უწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.

„ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, „ვისოლი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს გადაადგილების ხარჯები შეუმციროს და „კეთილი მგზავრობა“ უზრუნველყოს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია „ვიგოს“ ქსელის განვითარებაც. კაპიტალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე, ჩვენ შევძელით, რომ მაღალი ხარისხის საწვავი მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გაგვეხადა რეგიონების მოსახლეობისთვის და მოხარული ვართ, რომ ქუთაისში უკვე სამი „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურია ხელმისაწვდომი, იმერეთის რეგიონში კი უკვე 10 „ვიგოს“ სადგურით ვართ წარმოდგენილნი”- აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურების ფორმატი შექმნილია სწრაფი, ინტუიციური და კომფორტული მომსახურებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური გადაადგილებისას. „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით. ნათელი ფერები და ბრენდის მკაფიო იდენტობა სადგურს ადვილად შესამჩნევს ხდის გზაზე. მაღალი კონსტრუქცია და საწვავის მიწოდების სვეტების მოსახერხებელი განლაგება უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის როგორც მსუბუქი, ისე დიდი გაბარიტის მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები