დონალდ ტრამპი - უკრაინელებს Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც მათ უკიდურესად სჭირდებათ - პუტინი კარგად საუბრობს და შემდეგ ყველას ბომბავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და რომ ისინი ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს“.

ტრამპმა არ დააკონკრეტა Patriot-ის რამდენ რაკეტას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.

„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდირესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა, აქ პატარა პრობლემაა - ეს არ მომწონს. მათ სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა