ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი - ის არის მთავარი, ვინც ჩინოვნიკებს ესაუბრება, ვის რამდენი აქვს მოსატანი

მდინარაძე კალაძეზეც არის ამბის მიმტანი, „შპიონია“ კალაძის ენით რომ ვთქვათ - მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ არ აკეთებს, იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი - ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე არის ის მთავარი პირი, „ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის რამდენი აქვს მოსატანი“.

“მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი. მან უნდა მიუტანოს “ქეში” ივანიშვილს, ერთგულება უნდა იყიდოს ივანიშვილთან „შავი ფულით“ და ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის, რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც ის არის ამბის მიმტანი, “შპიონია” კალაძის ენით რომ ვთქვათ. მერობა უნდა ამ კაცს გულის სიღრმეში, შს მინისტრობაც შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა. მდინარაძის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით დადიან ქალაქში, დედაქალაქშიც, ბათუმშიც განიხილება ეს თემები ყოველდღიურად. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ , რომ არსებობს ეჭვი, ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ