თინა ბოკუჩავა - ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!  - ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ მათთან, რომლებიც ერთ დროს მასთან თანამშრომლობდნენ

ერთადერთ შეფასებას გავაკეთებდი: ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირისთვის - კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს.

თინა ბოკუჩავა თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბაჩიაშვილს უპირობო სოლიდარობას უცხადებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილს პარტიის სახელით მინდა გამოვუცხადო უპირობო სოლიდარობა, ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგობაში შევიდა. ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას იმიტომ, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის ავტორი თავად რეჟიმია, თავად სისტემაა ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრიც კი არ აქვს, ამიტომ, ერთადერთ შეფასებას, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერ პირთან, ეს იქნება არალეგიტიმური მთავრობის დღევანდელი თანამდებობის პირი, მისი პროპაგანდისტი, თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან - კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან, ერთ დროს, თანამშრომლობდნენ, “ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი