ირაკლი კუპრაძე გიორგი ბაჩიაშვილზე ძალადობაზე - ივანიშვილი, როგორც რუსული სისტემისა და რუსული ხასიათის მქონე ადამიანი, ასეთი რუსული სტანდარტებით უსწორდება, მათ შორის პირად ოპონენტებს

ივანიშვილი, როგორც რუსული სისტემისა და რუსული ხასიათის მქონე ადამიანი, სწორედ ასეთი რუსული სტანდარტებით უსწორდება, მათ შორის პირად ოპონენტებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილის ცემა ციხეში სწორედ ამას ადასტურებს.

„ივანიშვილი, როგორც რუსული სისტემისა და რუსული ხასიათის მქონე ადამიანი, სწორედ ასეთი რუსული სტანდარტებით უსწორდება, მათ შორის, პირად ოპონენტებს. ბაჩიაშვილის ცემა საპატიმროში, ციხეში სწორედ ამ ყველაფერს ადასტურებს და ამაზე მიუთითებს. ივანიშვილი არის რუსული ყაიდის ოლიგარქი, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ პირადი მტრები გაანადგუროს ან ხელი შეუშალოს მათ უბრალოდ ბრძოლაში, წინააღმდეგობაში და არსებობაში“,- განაცხადა კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა