გიორგი გახარია - ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს, ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა - „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?!

ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს - „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა.

„ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს. ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა. „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?!,“ - წერს გახარია.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!