დავით ჯანდიერის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში რჩება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.

„ის არის ციხის N18 დაწესებულებაში. აღენიშნება სხვადასხვა ტიპის დაზიანება, მათ შორის ხელის არეში სისხლჩაქცევები, ასევე თვალის ბუდეში, თავზე 3 ნაკერი აქვს. მარჯვენა მხარეს აქვს სისხლამდე ნაკბენი, გარკვეული შეშუპებები და ეტლით გადაადგილდებოდა. ასეთ ვითარებაში ვნახეთ მე და ჩემმა კოლეგამ“, - განუცხადა დავით ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსს“.

ადვოკატის განმარტებით, მათ მოინახულეს გიორგი ბაჩიაშვილი და ახლა სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობენ. მისთვის უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ გიორგი ბაჩიაშვილს ციხის კლინიკაში.

ამასთან, ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალურად ისაუბრა, თუ რა ვითარებაში სცემეს ციხის საკანში გიორგი ბაჩიაშვილს.

„პარასკევს, საღამოს გაიღო გიორგი ბაჩიაშვილის საკნის კარები, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერა. ის მარტო იმყოფებოდა, შემოვიდა მისთვის უცნობი პიროვნება, მაღალი, სპორტული აღნაგობის, არ უთხრა, ვინ იყო. ეს ადამიანი თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა, დაიწყო გინება, პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა, ურტყამდა მუშტებით, ეჭიდავებოდა, მხარზე უკბინა სისხლამდე. გარკვეულ მომენტში გიორგის დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა. ერთ მომენტში, ციხის წარმომადგენელმა გააღო სარკმელი, თუმცა მოძალადემ მიუთითა, რომ დაეკეტა და ცემა გააგრძელა“, - განაცხადა ადვოკატმა.

დავით ჯანდიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა არ იცის, თუ ვინ იყო ეს ადამიანი.

„არ იცის არც სახელი, არც გვარი. არანაირი ინფორმაცია მასზე არ ჰქონდა და არ აქვს.

საკანში შესვლისთანავე აღნიშნული პიროვნება აგრესიული იყო.

კედელზე მიარტყმევინა თავი. გიორგი სთხოვდა, რომ დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ციხის თანამშრომელმა, არჩილმა შემოაღო კარი და ამ ბიჭს სთხოვა საკნიდან გასულიყო. ერთად გავიდნენ, ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის