ელენე ხოშტარია - წამების ფაქტი, რაც მოხდა, არის კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება - არ შეიძლება მოელაპარაკო და ეთანამშრომლო კრიმინალს და ტერორისტს, სწორედ ასეთია ივანიშვილი

წამების ფაქტი, რაც მოხდა, არის პირდაპირ კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება - დასკვნა, კრიმინალურ, ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება, არ შეიძლება მოელაპარაკო და ეთანამშრომლო კრიმინალს და ტერორისტს, სწორედ ასეთია დღეს, ბიძინა ივანიშვილი, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას.

ხოშტარიას თქმით, ის „კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავს გიორგი ბაჩიაშვილის, მისი ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ.

„წამების ფაქტი, რაც მოხდა არის პირდაპირ კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება. წლების განმავლობაში, ასე ხდება რუსეთში, ადამიანებს ცემენ, კლავენ ციხეებში, ქუჩებში და სწორედ ამის დამკვიდრება უნდათ საქართველოში. აქ, არ არსებობს არავინ, ვინც შეიძლება დაცული იყოს ამ სისტემის წინაშე, მნიშვნელობა არ აქვს შენ იყავი ყოფილი ახლობელი, სისტემის და ოლიგაქრიის მოწინააღმდეგე, თუ სხვა. აქედან გამომდინარე, მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ კრიმინალურ და ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება, არ შეიძლება მოელაპარაკლო და ეთანამშრომლო კრიმინალს და ტერორისტს და სწორედ ასეთია დღეს, ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი, რაც ამ სისტემას დაასრულებს ეს არის ერთობა, ართანამშრომლობა, წინააღმდეგობა და რეჟიმის დელეგიტიმაცია. ჩვენ, აუცილებლად ქართულ საზოგადოებასთან ერთად ამ გზაზე ერთად ვიბრძოლებთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე