ირაკლი კობახიძე - უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან

ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას ეხებოდა, რომელის თანხმად, „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება“.

კობახიძის თქმით, ბრიტანელმა ჩინოვნიკმა ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე უნდა იზრუნოს.

„ეს არის დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადება. როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხაროა. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედია პლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის“ გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე