„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 15 ივლისს, ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის

აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 15 ივლისს, საღამოს, 22:00 საათზე, დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რიაონში: ნუცუბიძის I მ/რ-ის N 1-10, N16, ნუცუბიძის მე-2 მ/რ-ს , ნუცუბიძის N211-ის N 1,2,3,4, ნუცუბიძის N 217, 221 და N 223, ვაჟა-ფშაველას V კვ-ის N4,

მინდელის, პოლიტოვსკაიას, ფხაკაძის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, იოსელიანის, ძოწის, ჟღენტის ქუჩებს. შავგულიძისა და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს. ნუცუბიძის I მიკრო რაიონის N 1-10, N16, ნუცუბიძის მე-2 მიკრო რაიონს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალის N4.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს