ირაკლი კობახიძე - 20 ივნისის საქმე დამატებით გამოძიებას საჭიროებს - განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა

20 ივნისის საქმე დამატებით გამოძიებას საჭიროებს, მათ შორის, განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც კობახიძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა.

“მადლობა უნდა გადავუხადოთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა “20 ივნისის საქმის” გამოძიება. თავის დროზე ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე. ერთი იყვნენ ისინი, რომლებიც დანაშაულებრივ შტურმს აწყობდნენ საქართველოს პარლამენტზე, მეორე მხარეზე გავრცელდა ამნისტიის კანონი, რომლებმაც საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მოგვცა. რა თქმა უნდა, “20 ივნისის საქმე” დამატებით გამოძიებას საჭიროებს, მათ შორის, განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა”, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე