ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დასრულდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი დასრულდა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა.

პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ, შეძახილებით: „თავისუფლება მზიას“.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების განხილვა მოხდა.

სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღევანდელ პროცესზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა, ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც მოითხოვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” წევრის ნინო წილოსანის მოწმის სახით გამოკითხავას.

გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტების ინფორმაციით, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს