ანა ბუჩუკური - ვადას გამოვიყენებთ, რათა წარმოდგენილი იყოს მაქსიმალურად მისაღები კანდიდატურა ყველგან - სალომე ზურაბიშვილის საკითხი გვქონდა 6-7 თვის წინ, თუ ადამიანს არ უნდა, ვერ დააძალებ, მას თავისი გზა აქვს

„გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, “ლელოსა” და “გახარია საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის მთავრი ამოსავალი წერტილია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიებს შორის არ იყოს კონკურენცია.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა რეზიუმეში აღნიშნა, ეს არ არის პარტიული გაერთიანება, არამედ ტაქტიკური შეთანხმებაა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ პარტიები 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ შეთანხმდნენ ახლა, ბუჩუკური ასე პასუხობს:

“წინა საარჩევნოდ საუბარი იყო გაერთიანებაზე, ახლა გაერთიანება არ მომხდარა. ახლა მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კოორდინაციაზე და იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით. 2024 წლის არჩევნების წინ სულ სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა და ეს იყო პარტიების გაერთიანება. გაერთიანება არც ახლა მომხდარა და არც მოხდება. საუბარია იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებში გვყავდეს საერთო კანდიდატები და სასურველია აპარტიული კანდიდატები. მემორანდუმის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ერთმანეთში არ იყოს კონკურენცია”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

კითხვაზე იყო თუ არა საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე და ჰყავთ თუ არა საერთო კანდიდატი, ბუჩუკური პასუხობს, რომ საბოლოო კანდიდატის დასახელებამდე ვადა არის 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ კანდიდატებს.

“რა თქმა უნდა, ამ ვადას ორივე მხარე გამოვიყენებთ, რათა წარმოდგენილ იყოს მაქსიმალურად მისაღები კანდიდატურა ყველგან”,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, არის თუ არა მსჯელობა მერობის კანდიდატად მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, ბუჩუკური ასე პასუხობს:

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხი გვქონდა 6-7 თვის წინ, თუმცა თუ ადამიანს არ უნდა, ვერ დააძალებ. მას თავისი გზა აქვს”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე