ხატია დეკანოიძე - ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და ბეწვზე გადარჩა - კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი, რა გააკეთე, რომ აგეცილებინა?

ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და თორნიკე ბეწვზე გადარჩა. რამდენიმე მეტრით აცდა მოშვავებული ბეტონი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება "სადგურის მოედანზე" საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევას, რასაც ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

„გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვლა.

უამრავი ადამიანი რეკავდა მერიაში და აფრთხილებდა.

კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი, რა გააკეთე, ეს რომ აგეცილებინა?

მარტო ფულის ხაპვა იცით. მეტი არაფერი!! ესაა ქოცების მშვიდობა! თუ არ გაგიმართლა - მოკვდები”, - წერს დეკანოიძე.

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე