ლევან გოგიჩაიშვილი - ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია - ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“

დღეს ვისაც არ უნდა, ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ლელო”-“გახარია საქართველოს” მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობა.

“მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში კი არ წასულან, არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ “ქართული ოცნებიდან” წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა - დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე “ქართული ოცნება” “ნაცდებოდა” , ჩემი ადგილი იქ არ იყო.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის “ქართული ოცნება”. საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. “ქართულ ოცნებას” უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობა”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვიტეს კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა.

“ჩვენ ვფიქრობდით და უგუნურად მიგვაჩნდა, რომ თუკი არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას, ერთმანეთისთვის კონკურენცია გაგვეწია. შევსულიყავით ისეთ კონკურენციაში, სადაც არის ურთიერთბრალდებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მემორანდუმის გაფორმება. ფაქტობრივად გვეყოლება ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც წარდგენილები იქნებიან ჩვენი მხრიდან. ნეიტრალური ნიშნავს, მათ შორის არაპარტიულსაც. ჩვენ ამ საკითხებზე სულ ვმუშაობდით, ახლა უკვე ინტენსიურად გაგრძელდება.

ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს არიან მავნებლები, ამასთან, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს - მშვიდობიანად დავამხობთო. ეს ხომ არასერიოზულია. ეს არის ილუზიები, რითაც ადამიანებს გზას უბნევენ. თეორიებით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომელთა პრაქტიკულად აღსრულება შეუძლებელია.

ჩვენ ვთქვით, რომ არ ვართ რევოლუციონერები”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე