თამარ ჩერგოლეიშვილი - ზურა ჯაფარიძე ბორკილებით რისი გულისთვის იყო დედამისის პანაშვიდზე, ბოროტების და ცინიზმის მასშტაბს იაზრებთ?

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის პანაშვიდზე ეტაპირებას ეხმაურება.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ზურაბ ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე ბორკილებით მხოლოდ იმის გამო იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია „ცირკია“, რადგან მას იმ 9 წელზე პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრება.

„რისი გულისთვის?

ზურა ჯაფარიძე ბორკილებით რისი გულისთვის იყო დედამისის პანაშვიდზე იაზრებთ?

ანუ ბოროტების და ცინიზმის მასშტაბს იაზრებთ?

ამბავი იყო ასე:

ბიძინას სასწრაფოდ დასჭირდა ყველას „ნაცად“ შერაცხვა.

მოიგონა "ნაცების შემსწავლელი" კომისია - უსტაბაშად დაუნიშნა ის დაბადებით ბოროტი პეკინესი.

დააბარებინა ხალხი, რომელსაც არანაირი, საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ 9 წელზე (წარმოიდგინე ქოცო, ბოკერია არ დაუბარებიათ, ისეთი ცირკია).

აი ამ ცირკში რომ არ გამოცხადდა, ამიტომ იყო დღეს ბორკილებით დედის პანაშვიდზე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს