„სადგურის მოედანზე“ ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

"სადგურის მოედანზე", სადაც საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი - ერთი ქალი და ერთი კაცი.

რაც შეეხება დაშავებულს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, სირაძემ აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

“გრძელდება სამუშაოები. გარდაცვლილი იყო ერთი ადამიანი და ახლა კიდევ დაემატა ერთი. ერთი არის ქალბატონი, მეორე მამაკაცი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და დამატებით ინფორმაციას მოგახსენებთ. გრძელდება სამუშაოები. დაშავებულს რაც შეეხება, ერთი ქალბატონი, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა სირაძემ.

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს