კაია კალასის განცხადებით, ძალიან პოზიტიურია, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს, მაგრამ 50-დღიანი ულტიმატუმი დიდი დროა

დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმი ძალიან დიდი დროა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

„ძალიან პოზიტიურია ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს. მეორეს მხრივ, 50 დღე ძალიან დიდი დროა, როდესაც ვხედავთ, რომ ისინი ყოველდღიურად უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ“, - აღნიშნა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.

„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს